მილების დამაგრება RAUFIX სალტეებზე
RAUFIX სამაგრ სალტეზე მილების დამაგრების სისტემა – უნივერსალური გადაწყვეტა
- პოლიპროპილენის სამაგრი სალტე RAUFIX მილების 5 მმ-ით აწევით, შეესაბამება დაყენების A1 კლასს DIN 18560 და DIN EN 13813-ის მიხედვით.
- მილების მარტივი ან ორმაგი კლაკნილით დაგების დროს დაგების ბიჯი შეიძლება იყოს 5 სმ.
- REHAU-ს სალტეების ჩამკეტი შეერთება უზრუნველყოფს 1 მ სიგრძის სალტეების მტკიცე გადაბმას ხელსაწყოების გამოყენების გარეშე.
- სხმული კლიფსები სალტეების ზედა მხარეზე უზრუნველყოფს მილების საიმედო დამაგრებას, იცავს მათ ამოწევისაგან.
- ჭვილთ-კავების ბოლოებზე საგანგებოდ გაკეთებული კბილები უზრუნველყოფს თბოიზოლაციაზე სალტეების საიმედო მიმაგრებას.
- REHAU-ს ჭვილთ-კავები ისმება REHAU-ს RAUFIX სამაგრი სალტეების ძირში არსებულ ნახვრეტში.
- REHAU-ს პოლიეთილენის მტკიცე დამცავი შრე შეესაბამება DIN 18560-ის მოთხოვნებს, ხელს უშლის ტენისა და შევსებული წყლის შეღწევას მოჭერებიდან საიზოლაციო ფენაში, აგრეთვე ხმისა და თბოგამტარი „ხიდების“ წარმოქმნას.
- RAUFIX სამაგრ სალტეზე მილების დამაგრების სისტემა შეესაბამება თბოტექნიკის მოთხოვნებს სამშნებლო ნორმების და წესების 41-01-2003, DIN EN 1264-ის მიხედვით და სერტიფიცირებულია: DIN CERTO, სარეგისტრაციო ნომერი: 7 F 026.