წითელი მილი RAUTHERM S

აღწერილობა

გასათბობი მილი RAUTHERM S და ჩამოსაცმელ მასრაზე შეერთების ტექნიკა ყველა მილსადენი სისტემის მთავარი ელემენტია და გამოიყენება საცხოვრებელ და საოფისე შენობებში სხვადასხვა დანიშნულებით.

დიდი წნევის ნაკერი პოლიეთილენის (PE-Xa) მილი RAUTHERM S შეესაბამება სამშენებლო ნორმებს და წესებს 41-01-2003, DIN 16892 და გააჩნია ეთილენვინილალკოჰოლის ჟანგბადისგან დამცავი შრე. შეკერვა ხდება დიდ ტემპერატურაზე ზეჟანგების გამოყენებით. პოლიეთილენის ცალკეული მოლეკულები ერთმანეთში შეკავშირდება სამგანზომილებიან სტრუქტურად. ამით უმჯობესდება პოლიეთილენის დადებითი თვისებები, კერძოდ, გამძლეობა დიდი ტემპერატურების და წნევის მიმართ, დარტყმითი სიბლანტე სიცივის პირობებში და გამძლეობა ბზარების მიმართ შიდა დაძაბულობების დროს.

862-D002_212723_0 - 212723

მასალის დიდი დრეკადობის გამო PE-Xa მილების დაყენება შესაძლებელია გარემოს დაბალი ტემპერატურის პირობებშიც.

RAUTHERM S მილები მუდმივად გადის ხარისხის კონტროლს და სხვა შემოწმებებს.

RAUTHERM S მილებმა 10,14,17, 20 და 25 მმ დიამეტრით გაიარა სერტიფიკაცია, DIN-CERTCO-ში (სარეგისტრაციო ნომერი 3V226 PE-Xa ან 3V227 PE-Xa) და შეიძლება გამოყენებულ იქნას გათბობისათვის. ეთილოენვინილალკოჰოლის დამცავი შრის გამო ისინი გამძლეა ჟანგბადის გაფანტვის მიმართ DIN 4726/DIN EN ISO 15875-ის შესაბამისად.

უპირატესობები

გათბობის მილს აქვს შემდეგი უპირატესობები:

• მილების გამოყენება 90°C ტემპერატურაზე (ცოტა ხნით 100°C-მდე).
• დიდი ხანგამძლეობა კოროზიის მიმართ და ნალექების არარსებობა.
• დიდი ქიმიური მდგრადობა, მათ შორის ნებისმიერი კონცენტრაციის ანტიფრიზის მიმართ.
• დიდი გამძლეობა აბრაზიული ცვეთისა და მექანიკური ზემოქმედების მიმართ.

Engineering progress

Enhancing lives

Maximum cart size of 3 items has been reached!

Your sample cart items:
Type
Decor
Collection