RAUKANTEX decor

მოარშიების ინდივიდუალური გადაწყვეტილებები

მოხატულობა

RAUKANTEX DECOR

მოსაარშიებელი მასალების პროგრამის ხაზი RAUKANTEX Decor ახალი იდეების შემოქმედებით განსახიერებაში უსაზღვროა. თქვენ აღტაცებული დარჩებით ქვის ბრწყინვალე მსგავსებით, metallic-ის შეფერილობების ბუნებრიობით, ხის ტექსტურის ბუნებრიობითა და მრავალფეროვნებით, კონტრასტული ეფექტებით და მოულოდნელი დიზაინერული გადაწყვეტილებებით.

RAUKANTEX Decor-ის არშიები მზადდება სამი მასალისაგან: პოლივინილქლორიდისაგან, პოლიპროპილენისაგან და აკრილონიტრილბუთადიენსტიროლისაგან.

RAUKANTEX Decor შესანიშნავად ერწყმის მერქან-ბურბუშელას ლამინატის წამყვანი ევროპული და რუსული მწარმოებლების თანამედროვე კოლექციებს სტრუქტურით, ფორმითა და ფერით.

RAUKANTEX Decor-ის მოხატულობების კატალოგი მოხატულობების შესანიშნავი ილუსტრაციებით და შესაბამისობათა მითითებით დაგეხმარებათ, რომ სწრაფად და დამაჯერებლად იპოვოთ თქვენი სასურველი ნახატი. დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ გაყიდვების ოფისს.

RAUKANTEX Color - ეს არის ერთფერიანი არშიები, რომელიც მრავალი ფერით არის წარმოდგენილი. თქვენ შეგიძლიათ შეუკვეთოთ ნებისმიერი ფერი ან ელფერი ჩვენი საწყობიდან RAL სკალის შესაბამისად. მთელ სისქეში შეღებილი მასალა ქმნის დაფის ზედაპირისა და არშიის შესანიშნავ ურთიერთშეხამებას დამუშავების ზონაში.

RAUKANTEX Color თითქმის არ იკლებს. ისინი თერმოგამძლეა და დასამუშავებლად მარტივია. იყიდება მრავალფეროვანი მოსაარშიებელი მასალები ნაჭდევებით და ნაჭდევების გარეშე.

არშია მზადდება შემდეგი მასალებისაგან: პოლივინილქლორიდისაგან, პოლიპროპილენისა და აკრილონიტრილბუთადიენსტიროლისაგან.

RAUKANTEX Color-ს მზადდება სხვადასხვა სიპრიალისა - მქრქალიდან ძლიერ პრიალამდე, ლაქის ლაზერული გამაგრებით. აკრილონიტრილბუთადიენსტიროლის და პოლიპროპილენის მასალების სარკისებრი ზედაპირის შესაქმნელად გამოიყენება მოსაარშიებელი მასალების გალაქვის უნიკალური ტექნოლოგია.

ავეჯის, მოსახსნელი იატაკებისა და ჭერების მოსაპირკეთებლად გირჩევთ გამოიყენოთ 0.4 მმ-დან 1,5 მმ-მდე სისქის პოლიპროპილენის არშია. ასეთი არშიის მკაფიო უპირატესობა მელამინის ან ქაღალდის არშიებთან შედარებით ვლინდება როგორც მის დამუშავებაში, ისე ავეჯის გამოყენებაში.

მოვლისა და გამოყენების ტექნიკური რეკომენდაციების დაცვის შემთხვევაში RAUKANTEX-ის მოსაარშიებელი მასალები:

  • არ სკდება და არ წარმოქმნის ნახლეჩებს;
  • დარტყმაგამძლეა;
  • საიმედოდ იცავს მერქან-ბურბუშელას ფილებს ტენის შეღწევისაგან;
  • არ იტკეჩება დიდ ტენიანობაზე და ტემპერატურის ცვლილებებზე.

იკითხეთ RAUKANTEX Color-ის ნიმუშების კატალოგები ჩვენს გაყიდვების ოფისებში.

Engineering progress

Enhancing lives

Maximum cart size of 3 items has been reached!

Your sample cart items:
Type
Decor
Collection