დიზაინერული გადაწყვეტა ბატარეებისა და რადიატორების გარეშე
თბილი ელექტროიატაკის ძალზე თხელი სისტემა SOLELEC - ეს არის იდეალური არჩევანი რეკონსტრუქციის დროს, რადგან ელექტროსაგები ეწყობა ფილების წებოს ფენაში და თითქმის არ ამცირებს ოთახის ზომებს.
გონიერი კომფორტი
თბება მთელი იატაკი, ამიტომ რბილი სითბო თანაბრად ნაწილდება მთელ ოთახში და უზრუნველყოფს ადამიანისათვის ყველაზე ხელსაყრელ სითბურ რეჟიმს.
ენერგიის დაზოგვა 15%-ით
იატაკზედა გათბობა ხელსაყრელია იმ ორგანიზაციისათვის, ვინც ამას ემსახურება. ჩვეულებრივ რადიატორებთან შედარებით კომფორტული გათბობა მიღწეულია ჰაერის უფრო დაბალი ტემპერატურის დროს. ეს საშუალებას გაძლევთ მნიშვნელოვნად შეამციროთ ენერგიის მოხმარება და, მაშასადამე, დაზოგოთ თანხა.
აუზის შემოვლითი ბილიკების გათბობა
რუსეთის ნორმატივების მიხედვით სავალდებულოა საცურაო აუზების შემოვლითი ბილიკების გათბობის მოწყობა მათ ზედაპირზე 31°C ტემპერატურის უზრუნველყოფით. ეს მიიღწევა იმით, რომ ბეტონის კონსტრუქციის ფენაში იწყობა REHAU-ს RAUTERM S გათბობის მილების კონტურები, რომლებშიც ბრუნავს + 50°C ტემპერატურამდე გაცხელებული წყალი.
ყოველთვის კომფორტული ტემპერატურა
თქვენს განკარგულებაშია სისტემის მართვის ერთიანი ცენტრი, რომელიც საშუალებით შესაძლებელია ტემპერატურის რეგულირება ერთდროულად 40-ზე მეტ სათავსოში, აგრეთვე დისპლეი, რომელზეც მონაცემები გამოდის ადვილად აღსაქმელი სახით. გათბობიდან გაცივებაზე გადასვლა ხდება ავტომატურად.