REHAU-ს აკადემია
დიდი პროფესიონალიზმი თანამედროვე სამშენებლო ბაზრის მონაწილეთა წარმატების საფუძველია. ამიტომ დარგობრივ სასწავლო ცენტრს, REHAU-ს აკადემიას, განსაკუთრებული ადგილი უკავია კომპანიის სერვისული დახმარების სისტემაში.
REHAU-ს აკადემიის რეფერენტები არიან თავიანთი დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც სიამოვნებით გაგიზიარებენ ბაზრის შესახებ ცოდნას და მდიდარ პრაქტიკულ გამოცდილებას, რათა თქვენ შეძლოთ REHAU-ს შესაძლებლობების სრულად გამოყენება!
REHAU-ს აკადემიაში გამართული სემინარების პროგრამა მუდმივად ფართოვდება, ხოლო სემინარების შინაარსი ახლდება ბაზრის დინამიკის, სამშენებლო დარგში ბიზნესის პირობების და კომპანიის უახლესი გადაწყვეტილებების გათვალისწინებით.
REHAU-ს აკადემიას გააჩნია სასწავლო-ტექნოლოგიური ცენტრი, რომელიც წარმოადგენს სრული ციკლის საჩვენებელ დარბაზს. აქ კომპანიის პარტნიორები ეცნობიან შუქგამჭვირვალე კონსტრუქციების წარმოების ყველა საფეხურს და მათი გამოცდის თანამედროვე მეთოდებს.