MP-D119_339637_0 - 339637

ლაზერული ტექნოლოგიები

ლაზერული ტექნოლოგიები

აღწერილობა
REHAU ადასტურებს, რომ უახლესი სისტემური გადაწყვეტილებების მიმწოდებელია და ბაზარზე წარმოადგენს მოარშიების სრულიად ახლებურ სისტემას RAUKANTEX Laser Edge, რომელიც იდეალურად მოაარშიებს წიბოებს.

ლაზერული შედუღების უპირატესობები:

  • ხარისხის ახალი სტანდარტი;
  • შუდარებელი დაცვა ტენისა და ორთქლისაგან;
  • ხანგამძლეობა;
  • უნაკლო შესახედაობა.

მოსაარშიებელი მასალები Laser Edge

REHAU ბაზრის ერთადერთი მონაწილეა, რომელიც გთავაზობთ ყველა კოლექციისა და მოხატულობის ლაზერულ მოსაარშიებელ მასალებს: ერთფერიანს, მდიდრულად მოპრიალეს, სამგანზომილებიანს, სხვადასხვა ზომისა და მასალისა.

RAUKANTEX Laser Edge-ს არშიები ესადაგება ყველა არსებულ ლაზერულ მოსაარშიებელ სისტემას. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ბევრმა საუკეთესო ავეჯის მწარმოებელმა ევროპაში, მათ შორის ავეჯის მექაში - იტალიაში, ხალისით აითვისა ახალი ტექნოლოგია და წარმატებით იყენებს REHAU-ს ლაზერული არშიას. აღსანიშნავია, რომ ლაზერული მოარშიების სხვა შეთავაზებები ძირითადად ეხება დაწებებას, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ამ ტექნოლოგიების ესთეტიკურ და ეკოლოგიურ უპირატესობებს.

მიწოდებების პროგრამა

ამჟამად პროგრამა RAUKANTEX Laser Edge მოიცავს ძალზე მრავალფეროვან მასალებსა და ჩვეულებრივ მოსაარშიებელ მასალებს. ზედაპირი შეიძლება დამზადდეს კლიენტის ცალკე შეკვეთით. RAUKANTEX LaserEdge-ს ძირითადი მასალებია პოლიპროპილენი, ტრილბუთადიენსტიროლი და აკრილი. პოლივინილქლორიდისაგან დამზადება შესაძლებელია ცალკე შეკვეთით.

2011 წლიდან RAUKANTEX-ის ყველა სტანდარტული ევროპული კოლექცია (გამონაკლისია Lite Edge და არშია 0.45 მმ) შეგიძლიათ შეიძინოთ ლაზერული შესრულებით 1 ყუთიდან.

მაგალითები

კომპანია ILCAM

როგორც ავეჯის ფასადების წარმოების მსოფლიო ლიდერი, კომპანია ILCAM-მმა გადაწყვიტა განახორციელოს REHAU-ს ტექნოლოგია Laser Edge, რომელიც წარმოების პროცესის გაუმჯობესებისა და უმაღლესი ხარისხის საბოლოო პროდუქტის გამოშვების საშუალებას იძლევა. ILCAM-ის წარმომადგენლის აზრით, „აქამდე ბაზარზე შეუცვლელი იყო დნობადი წებო, რომელმაც მისი გამოყენების პროცედურების გამო შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს მზა პროდუქციის ხარისხზე. ამიტომ ჩვენ დიდ იმედებს ვამყარებთ REHAU-ს Laser Edge ტექნოლოგიის დანერგვაზე საწარმოო ციკლში. ესთეტიკური შესახედაობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან უნაკერო შეერთებები ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ისინი ავეჯის ნაწილია და არა რამდენიმე ნაწილისაგან შედგენილი კომპლექტი“.

გარდა ამისა, ნაკეთობის დამუშავებული უნაკერო არშიების საშუალებით უმჯობესდება ნაკეთობის თბოგამძლეობა და ტენგამძლეობა.

დამკვეთთა მოთხოვნილების დაკმაყოფილების მხრივ ILCAM-ს გააჩნია შეუდარებელი უპირატესობა კონკურენტებზე და თავის კლიენტებს სთავაზობს მრავალფეროვან ფერებსა და სტილებს: „ჩვენთვის ეს არის მნიშვნელოვანი მარკეტინგული უპირატესობა, რადგან ჩვენს კლიენტებს სურთ ისეთი პროდუქცია, რომლებიც შეესაბამება დიზაინის მუდმივად ცვალებად ტენდენციებს“.

ILCAM-ის სპეციალისტების აზრით, უპირველესი კომერციული დასაბუთება, თუ რატომ უნდა დიანერგოს ტექნოლოგია Laser Edge, იყო REHAU-ს რეპუტაცია, როგორც ნოვატორისა პოლიმერების წარმოების სფეროში. კომპანია REHAU გთავაზობთ პრაქტიკულ დახმარებას ILCAM-ის ტექნოლოგიურ პროცესში Laser Edge-ს დანერგვის ყველა საფეხურზე.

კომპანია VerisetKüchenAG

კომპანია Veriset Küchen AG გახდა სამზარეულოს ავეჯის ერთერთი პირველი მწარმოებელი, რომელმაც გამოიყენა ლაზერული შედუღება კიდეების მოარშიების პროცესში, რასაც REHAU-ს ტექნოლოგია Laser Edge გვთავაზობს Homag-ის უახლესი აღჭურვილობასთან laserTec-თან ერთად.

კომპანია Veriset აღნიშნავს REHAU-ს ახალი ტექნოლოგიის ზოგიერთ აშკარა უპირატესობას, მათ შორის უმთავრესად ხარჯების მნიშვნელოვან შემცირებას. „როგორც მოსალოდნელი იყო, კომპანიამ წებოს გამოყენებაზე უარის თქმით მიაღწია მასალების ხარჯების შემცირებას. გარდა ამისა, ოპტიმიზებულია შრომის ხარჯები, რადგანაც დაყენების დროს საჭირო აღარ არის მოსაარშიებელი მასალის, გრუნტისა და წებოს თანაფარდობების დადგენა“. კომპანიამ ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვნად შემცირდა მოწყობილობის ტექნიკური მომსახურების საჭიროება და მიღწეულია ნაწარმის ხარისხის ახალი დონე ლაზერული შედუღების უნაკერო შეერთებების საიმედოობით.

Veriset-ის წარმომადგენლების თქმით, REHAU-ს ტექნოლოგია Laser Edge თავისი მრავალფეროვანი ფერებითა და ტექსტურებით ძალიან აფართოებს თანამედროვე ავეჯის დიზაინის შესაძლებლობებს. უელი ჰოლსტი, კომპანიის გენერალური დირექტორი და მფლობელი, ამბობს: „დარწმუნებული ვართ, რომ არშიების ლაზერული დამუშავება შეცვლის ტრადიციულ წებოვან მასალებს. ამ ტექნოლოგიამ შექმნა უფრო უკეთესი ხარისხის სამზარეულოს ავეჯის შექმნის ახალი შესაძლებლობები, რაც საშუალებას მოგვცემს განვამტკიცოთ ლიდერის პოზიცია ბაზარზე“.

„თუ არშიების დამუშავების უკანასკნელ მიღწევებს შევადარებთ სიახლეებს მასალების დარგში, REHAU-ს ტექნოლოგის Laser Edge-ს შეიძლება პირდაპირ ეწოდოს კვანტური ნახტომი არშიების დამუშავების პროცესის სრულყოფაში“ - დასძენს ფრენკ კიკლერი, კომპანია Veriset-ის ინჟინერ-ტექნოლოგი.

Engineering progress

Enhancing lives

Maximum cart size of 3 items has been reached!

Your sample cart items:
Type
Decor
Collection